პარსიფალის ახალგაზრდული სემინარი

თანამედროვე სამყაროში, სადაც პროფესიების მრავალფეროვნება თვალს გვჭრის - პროფესიული ორიენტაცია ახალგაზრდებისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს.

ხანდახან ახალგაზრდები თავს დაკარგულად გრძნობენ პროფესიების ლაბირინთში და არაცნობიერად იღებენ გადაწყვეტილებას მომავალი პროფესიის არჩევისას, რადგან სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს.

პარსიფალის ახალგაზრდული სემინარის მიზანია, დაეხმაროს 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს პროფესიულ და ცხოვრებისეულ ორიენტაციაში.

პარსიფალის ახალგაზრდული სემინარი

თანამედროვე სამყაროში, სადაც პროფესიების მრავალფეროვნება თვალს გვჭრის - პროფესიული ორიენტაცია ახალგაზრდებისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს.

ხანდახან ახალგაზრდები თავს დაკარგულად გრძნობენ პროფესიების ლაბირინთში და არაცნობიერად იღებენ გადაწყვეტილებას მომავალი პროფესიის არჩევისას, რადგან სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს.

პარსიფალის ახალგაზრდული სემინარის მიზანია, დაეხმაროს 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს პროფესიულ და ცხოვრებისეულ ორიენტაციაში.

Პირველი ნაბიჯები

სრული ერთწლიანი კურსის დაწყებამდე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ორი საპილოტე პროგრამა. პირველი, თვითშემეცნების, კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ექვსი შაბათ-კვირა გაატარეს სოფელ მაწევანში, სადაც მათ:

  • იმუშავეს საკუთარ ბიოგრაფიაზე
  • განიხილეს ადამიანის შინაგანი კონსტიტუცია
  • გააუმჯობესეს შემოქმედებითი და აღქმის უნარები
  • გაეცნენ სოციალური სამწევროვნების ძირითად პრინციპებს
  • გაეცნენ სამსახიობო ხელოვნებას და იმუშავეს - სიტყვის ხელოვნებაზე, მის გამოხატულებასა და მნიშვნელობაზე - ეპოსში, ლირიკასა და დრამაში

პარალელურად, მონაწილეებს ჰქონდათ ინდივიდუალური სესიები ქოუჩთან პროფესიულ ორიენტაციის კუთხით.

მეორე კურსის ფარგლებში, პროექტის შექმნა და ქმნა, მონაწილეები გაეცნენ საპროექტო განაცხადის წერისა და ბიუჯეტირების ძირითად პრინციპებს. შემდგომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სიმბოლური ბიუჯეტის ფარგლებში საკუთარი იდეები რეალობაში განეხორციელებინათ.

მონაწილეებმა პარსიფალის ეზოს კეთილმოწყობა გადაწყვიტეს:

✔ გამართეს და განაახლეს არსებული ცეცხლის კუთხე;

✔ შექმნეს გასართობ - შემეცნებითი ინსტალაციები;

✔ დაამონტაჟეს მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათებები;

განვლილი კურსების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს.

მონაწილეების შთაბეჭდილება

ამ ვიდეოში ახალგაზრდული სემინარის მონაწილეები გვიზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს განვლილ საპილოტე კურსებზე.

ბოდიშს გიხდით, მონაწილეების ხმა ვიდეოში კარგად არ ისმის, თუმცა საინტერესოდ საყურებელია, ამიტომ ყურები დაძაბეთ 👂🏻🎧

ზოგადი აღწერა

ახალგაზრდული სემინარის სამი ძირითადი პრინციპია: შემეცნება, თვითგამორკვევა და პროფესიული ორიენტაცია.

სემინარის სასწავლო წლის სამი ძირითადი ტრიმესტრიც სწორედ ძირითადი პრინციპების ანარეკლია. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ხასიათი და დანიშნულება სწავლების პროცესში.

სემინარის ერთწლიანი კურსის განმავლობაში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა უკეთესად გაიცნონ საკუთარი თავი და დასვან მთავარი საკვლევი კითხვები: ვინ ვარ მე? რისი მიღწევა მინდა? რა შთამაგონებს?

ერთწლიანი კურსი, რომელიც - დაბალანსებულია ინტელექტუალური, მხატვრული, სოციალური და პრაქტიკული სწავლების მეთოდებით, მონაწილეებს დაეხმარება ადამიანის ყოვლისმომცველი სურათის დანახვაში - ისტორიის, დღევანდელი და მომავალი ამოცანების გააზრების გზით.

მრავალფეროვანი მხატვრული აქტივობები, როგორიცაა ფერწერა, თიხის მოდელირება, მეტყველების ვარჯიში და სამსახიობო ხელოვნება - დაეხმარება ახალგაზრდის შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

გაიგეთ მეტი ერთწლიანი კურსის ტრიმესტრებისა და საგნების შესახებ

პარსიფალის ახალგაზრდული სემინარის ერთწლიანი კურსის განმავლობაში გაივლით ექვს მთავარ საგანს, ხოლო მესამე ტრიმესტრის განმავლობაში, სასუალება გექნებათ, შეისწავლოთ პროექტის წერა, გამოსცადოთ საკუთარი თავი პროექტის მართვასა და განხორციელებაში. ამასთან, მესამე ტრიმესტრში გაივლით სემიანრს კარიერული და პროფესიული კონსულტირების მიმართულებით. აღნიშნული სემინარი დაგეხმარებათ კარიერის განვითარებასა და დაგეგმვის ნაწილში.

შემეცნება

შემეცნების გზით, ადამიანის და ადამიანური ცნობიერების განვითარების ფილოსოფიური მიმოხილვა

ადამიანური ცნობიერება

ხელოვნება ადამიანის ქმედების თუ შემოქმედების, თვითგამოხატვისა თუ თვითშემეცნების საშუალებაა.

აღნიშნული კურსის ფარგლებში - თეორიული და პრაქტიკული, სავარჯიშოების დახმარებით, შევეცდებით თვალი გადავავლოთ ვიზუალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს (ნეოლითის ხანიდან, ულტრა - თანამედროვე ხელოვნების ფორმების ჩათვლით) და აღმოვაჩინოთ ადამიანის სურათხატის მეტამორფოზა, შევეცდებით გავიგოთ თუ როგორ ირეკლავს ხელოვნება ამა თუ იმ ეპოქაში ევოლუციის აღმავალ თუ დაღმავალ დინამიკას და რა პრინციპით გვაჩვენებს ზოგადად ადამიანური ცნობიერებისა და ცნობიერებიდან სტიმულირებული ყოფიერების გენეზისს!

ლექტორი გოგა ჯაფარიძე

მხატვარი

ადამიანი დღეს

იმისათვის რომ ვუპასუხოთ კითხვას ვინ ვარ მე? საჭიროა ვიცოდეთ თუ ვინ არის ადამიანი, ან ზოგადად რას ფიქრობს ადამიანი საკუთარ თავზე.

არსებული თემატიკის გარშემო, მონაწილეებთან ერთად მათთვის აქტუალური, მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა, მათგან ყველაზე საჭირბოროტო თემატიკის არჩევა და განხილვა.

ლექტორი მარინა ბულია

სოციალური თერაპევტი, ფსიქოლოგი

აზროვნება და ფილოსოფია

მონაწილეები მიმოიხილავენ ძირითად თორმეტ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და იმსჯელებენ თავისუფლების ფილოსოფიაზე - რა როლს ასრულებს თავისუფალი ნება ადამიანის სწორ განვითარებაში.

თეორიული განხილვის პარალელურად, საგანი დატვირთულილი იქნება შემოქმედებითი სავარჯიშოებით და თამაშებით, რაც დაეხმარება მონაწილეებს შინაარსის უფრო ცოცხლად დანახვაში.

ლექტორი ვლადიმერ ხვიტია

ვალდორფ-პედაგოგი, ჰაილ-პედაგოგი

თვითგამორკვევა

შემოქმედებითი სავარჯიშოებით - საკუთარი ბიოგრაფიის, ხასიათის, ტემპერამენტის, სოციალური სამყაროს შესწავლა

ჩემი ბიოგრაფია

ადამიანის ბიოგრაფია მისი მთავარი შემოქმედებაა. ეს არის გზა, რომელიც ადამიანმა ცნობიერად უნდა გაიაროს. ამ საგნის ფარგლებში მონაწილეები მიმოიხილავენ ადამიანის ბიოგრაფიის საკვანძო მომენტებს და განსაზღვრავენ მათ მიზეზ-შედეგობრიობას. საკუთარ ბიოგრაფიაზე მუშაობა და დაკვირვება, ბიოგრაფიული ტენდენციების განხილვა და ბიოგრაფიის ფაზების კანონზომიერებები.

ლექტორი ლალი ასამბიანი

ანთროპოსოფი ექიმი, ბიოგრაფიული კონსულტანტი

სოციალური სამყარო ჩემ გარშემო

სოციალური ფენომენებისა და პრინციპების განხილვა. რა სოციალური, პოლიტიკური და იდეოლოგიური საკითხები და ტენდენციებია დღეს წამყვანი და როგორ შეუძლია ინდივიდს მოქმედება თანამედროვე სამყაროში. ასევე მონაწილეები გაეცნობიან სოციალური სამწევროვნების პრინციპს, რომელიც ინოვაციურ ხედვებს გვთავაზობს თანამედროვე სამყაროს მოწყობასთან დაკავშირებით.

ლექტორი რატი ამაღლობელი

პოეტი

მე და შენ, ჩვენს ეპოქაში

ადამიანური ურთიერთობები და მათი ჯანსაღი მიმართება სოციალურ ჭრილში. არსებულ საგანში აქცენტი კეთდება ადამიანის იმ შინაგან თვისებებზე და მახასიათებლებზე, რომლებიც არაცნობიერად მოქმედებენ ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. თიხაზე და ფერში მუშაობით, მხატვრული თერაპიით და სხვადასხვა სოციალური სავარჯიშოებით, განხილული იქნება ადამიანური ოთხი ძირითადი ტემპერამენტი.

ლექტორი შოკო მოსაშვილი

სოციალური და არტ-თერაპევტი

პროფესიული ორიენტაცია

ქმედება, გზა საკუთარი ჩანაფიქრის რეალობად ქცევისაკენ

კარიერული კონსულტირება

როგორ გავიცნო უკეთესად საკუთარი თავი, შესაძლებლობები, უნარები. როგორ ვაქციო ჩემი სუსტი მხარეები საკუთარ სიძლიერედ. ავირჩიო ჩემთვის სასურველი პროფესია, შევიდე შრომის ბაზარზე და დავგეგმო შესაბამისი ნაბიჯები წარმატებული კარიერისთვის.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა სხვადასხვა ტექნიკების დახმარებით უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი. აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია, დაგეგმონ ნაბიჯები წარმატებული კარიერისთვის. ისწავლონ სწორი კომუნიკაცია დამსაქმებელთან და საკუთარი თავის სწორად წარდგენა გასაუბრებაზე.

საგანი ჩაბრებულად ჩაითვლება თუ მონაწილე დაესწრება მინიმუმ 4 შეხვედრას და შეასრულებს მოცემული დავალებების მინიმუმ 4 დავალებას.

ლექტორი თათია ყაჭაშვილი

კარიერის კონსულტანტი

პროექტის შექმნა და ქმნა

როგორ ვაქციოთ ჩანაფიქრი/იდეა რეალობად. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გამოსცადონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები პროექტის განხორციელების გზაზე.

მონაწილეები ისწავლიან პროექტის წერის ძირითად პრინციპებს, ბიუჯეტირებასა და იმპლემენტაციას. მასალის წარმატებით ათვისების შემთხვევაში, მოიფიქრებენ მათთვის სასურველ სოციალურ პროექტს და ექნებათ შესაძლებლობა სიმბოლური თანხის ფარგლებში განახორციელონ მათი ჩანაფიქრი პრაქტიკულ დონეზე.

საგანი ჩაითვლება დახურულად, როდესაც თითოეული მონაწილე დაასრულებს პროექტს და წარმოადგენს პროექტის განხორციელების დეტალურ შეფასებას.

ადმინისტრაციული საკითხები

სასწავლო რიტმი და ვადები

თითეული საგნის ხანგრძლივობა სამი კვირაა. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, კვირის სამუშაო დღეებში, თბილისში (სოციალური თერაპიის სახლსა და CTC-ის სამუშაო სივრცეში). სალექციო დროდ შერჩეულია საღამოს საათები, იმისთვის რომ მონაწილეებს ხელი არ შეეშალოთ პირად საქმიანობებში.

ყოველი საგანი დაიხურება ორდღიანი შემაჯამებელი ღონისძიებით სოფელ მაწევანში, სადაც მონაწილეები მიმოიხილავენ და შეაჯამებენ განვლილი საგნების ძირითად საკითხებს.

საგნები არ ტარდება ერთმანეთის პარალელურად, არამედ ერთმანეთის მიყოლებით. რაც გულისხმობს, რომ ერთ საკითხზე (საგანზე) მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში მუშაობენ. და მხოლოდ მისი დახურვის შემდეგ გადადიან მომდევნო თემაზე. შესაბამისად, დასკვნითი ღონისძიებაც ჩატარდება თვეში ერთხელ.

I ტრიმესტრი: ოქტომბერი - დეკემბერი

II ტრიმესტრი: იანვარი - მარტი

III ტრიმესტრი: აპრილი - ივნისი

საფასური

თითეული ტრიმესტრის გადასახადი შეადგენს 500 ლარს, რაშიც გათვალისწინებულია მონაწილის ყველა ტექნიკური ხარჯი - საკანცელარიო მასალა, მგზავრობა, კვება და დასარჩენი სოფელ მაწევანში.

გადახდა ხდება ყოველი ტრიმესტრის დაწყებამდე. შესაძლებელია, თანხის გაყოფა და ეტაპობრივი გადახდა.

© Parzival Developed by Mariam Ekizashvili