პარსიფალის საშაბათკვირაო სკოლა

პარსიფალის საშაბათკვირაო სკოლა არის ჩვენი ჯგუფის პირველი წარმატებული პროექტი. შენობამ შესაძლებელი გახადა ამ სივრცეში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განვითარება.

ჩვენ გვჯერა, რომ პედაგოგიკა ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული სამარჯვია. ბავშვისთვის სწორი საგანმანათლებლო სივრცე უაღრესად მნიშვნელოვანია და ის განსაზღვრავს ბავშვის მომავალ ცხოვრებას.

მიმდინარე პროექტის განხორციელებით სოფელ მაწევანში შეიქმნა საგანმანათლებლო სივრცე. ჩვენს სკოლაში ბავშვები იღებენ ალტერნატიულ განათლებას, მონაწილეობენ კულტურულ ღონისძიებებში და საფუძვლიანად ეცნობიან სხვადასხვა სფეროს. შედეგად, ჩვენს მოსწავლეებს უვითარდებათ პიროვნული უნარები.

სასწავლო ჯგუფები და პროგრამები

სკოლამ ფუნქციონირება 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამ დროისთვის სკოლაში არსებობს სამი ასაკობრივი ჯგუფი:

1. 7-10 წლის;

2. 11-დან 14 წლამდე მოსწავლეთა ჯგუფი;

3. საშუალო სკოლის მოსწავლეები.

გარდა ამისა, სკოლას აქვს ინგლისური ენისა და ისტორიის კურსები მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის.

დღესდღეობით, სკოლას ჰყავს 25 მოსწავლე, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.

მოსწავლეთა რიცხვი კვირიდან კვირამდე იზრდება.

სასწავლო პროცესი

წლის განმავლობაში სასწავლო პროცესი იყოფა სამ ეპოქად: შემოდგომა-ზამთრის, ზამთარ-გაზაფხულისა და გაზაფხულ-ზაფხულის ეპოქა. თითოეული ეპოქის განმავლობაში სასწავლო საგნები ირჩევა სეზონის ხასიათისა და მოსწავლეების ფსიქო-სოციალური განვითარების მიხედვით. ყოველი ეპოქისთვის შერჩეულ საგნებს აქვთ მნიშვნელოვანი კვეთა ერთმანეთთან, რათა მოსწავლეებმა არ დაკარგონ მთლიანობის განცდა.

იდეოლოგია და მეთოდოლოგია

ჩვენ ვიზიარებთ და მივყვებით ვალდორფის პედაგოგიკას. ეს მიდგომა ეფუძნება თვითრეალიზაციის გზით სწავლის პროცესს, რომელიც ითვალისწინებს პიროვნების ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და სულიერ ზრდას კომპლექსურად.

საგანმანათლებლო სილაბუსის შემუშავების ფაზაში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას, პედაგოგიური ჯგუფი ეყრდნობა ანთროპოსოფიულ კვლევებს ადამიანის განვითარების შესახებ. სხვადასხვა თემების გაცნობისას მოსწავლეები ეცნობიან საკითხს არა მხოლოდ თეორიული მიმართულებით, არამედ ეს ცოდნა გადააქვთ პრაქტიკულ მუშაობაში, ხელსაქმის გაკვეთილის დახმარებით.

© Parzival Developed by Mariam Ekizashvili