ერთწლიანი კურსი

პარსიფალის ახალგაზრდული სემინარი

თვითშემეცნება, თვითგამორკვევა, პროფესიული ორიენტაცია

რეგისტრაცია უკვე დაიწყო!

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ ახალგაზრდული საზოგადოება პარსიფალი საქართველოდან.
გზა, რომელიც ჩვენ აქამდე გავიარეთ, მოიცავს მრავალფეროვან მხატვრულ და სოციალურ აქტივობებს. პანდემიამ ბევრი სოციალური პრობლემა დაგვანახა, რომელთაგან ერთ-ერთი არის განათლება. სწორედ ამიტომ, პრიორიტეტად პედაგოგიკის მიმართულება ავიღეთ.

გადავწყვიტეთ, ვალდორფის განათლების პრინციპებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სივრცე აგვეშენებინა სოფელ მაწევანში.

ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდების საგანმანათლებლო/სოციალური ინიციატივების დაგეგმვა, ხელშეწყობა და განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. სამომავლოდ გვინდა ამ სოფელში შევქმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული ინდივიდის საქმიანობა ორგანულად იქნება დაკავშირებული ერთმანეთთან.

გახდი პარსიფალის რაინდი

რეგიონის ფინანსური მდგომარეობის გამო სკოლა თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს უფასოდ ემსახურება. ვინაიდან
ჩვენი სერვისი უფასოა, გვსურს შემოვიკრიბოთ ადამიანები,
რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ ჩვენს საქმიანობაში.
მხარდამჭერთა გუნდის წევრობა გულისხმობს ყოველთვიურად
სასურველი ოდენობის თანხის გზავნილს. ამ გზით შეიქმნება ფონდი,
რომელიც დააფინანსებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები
ახალგაზრდების განათლებას.

ასე რომ, იყავით ჩვენი ინიციატივის ნაწილი, შემოუერთდით
ჩვენს მხარდამჭერთა გუნდს!

მისამართი: საქართველო, თეთრიწყარო, მაწევანი

ფოსტა: parzivalsociety@gmail.com

ნომერი: +995 595 023 737

© Parzival Developed by Mariam Ekizashvili